ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. თამამად შეიძლება თქმა, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდა და წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. წარმატებული ექსპორტის ფონზე ,,რთველი 2018” აქტიურ ფაზაში შედის.
არსებული მონაცემით, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 11 სექტემბერს ავრცელებს, კახეთის რეგიონში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, მევენახეების შემოსავლმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ყოველთვიურად შიენიშნებოდა ექსპორტის დინამიური ზრდა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ სახელმწიფო ყურძნის სუბსიდიიდან გამოსულიყო. კერძოდ, ქართული ღვინის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით 52.7 მლნ ბოთლამდე გაიზარდა. იმავე პერიოდში 25%-ით, 125.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი.
წარმატებული ექსპორტის ფონზე ,,რთველი 2018” აქტიურ ფაზაში შედის.
არსებული მონაცემით, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, კახეთის რეგიონში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 27 ათას ტონამდე საფერავი, 9 ათას ტონამდე რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს მიაღწია.
როგორც ცნობილია, ყურძნის სუბსიდირების პროცესში მთავრობამ წელს მიდგომა შეცვალა და ამან გაამართლა კიდეც. საბოლოოდ სახელმწიფომ მოახერხა, რომ მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების სწორი სტიმულირება მოეხდინა და სუბსიდიისგან საბოლოოდ დაეღწია თავი.
უფრო ვრცლად, როგორია ღვინის ექსპორტი, რა სიახლეებია წელს, როგორ მიმდინარეობს რთველი და რა გამოწვევებს გაართვა თავი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ? - ,,რეზონანსის” კითხვებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ანდრო ასლანიშვილი პასუხობს.
"რეზონანსი": რა შეიცვალა წელს ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით, რამდენად მოხერხდა ბაზრების დივერსიფიცირება და როგორია მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ღვინის ექსპორტის ამსახველი სტატისტიკა?
ანდრო ასლანიშვილი: ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია. 2018 წლის განმავლობაში ყოველთვიურად იყო დინამიური ზრდა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ სახელმწიფო სუბსიდიიდან გამოსულიყო. ვფიქრობთ, რომ 2018 წლის 8 თვის მონაცემის შეფასება ამართლებს პროგნოზს, რაც სახელმწიფომ გააკეთა და ამ მხრივ დიდი პროგრესია. კერძოდ, ამ დროისთვის 52,7 მლნ ბოთლი არის გადატვირთული, ძალიან საიმედო ვითარება გვაქვს ასევე სტრატეგიულ ბაზრებზე ზრდის კუთხით, იაპონიისა და გერმანიის მიმართულებით. იაპონიაში ამ თვეში დაფიქსირდა 70%-იანი ზრდა, ჯამში 170 ათასი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. განსაკუთრებით ბოლო თვებში იაპონიაში ექსპორტის 60-70%-იანი ზრდაა, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 30-40%-ს შეადგენს. აქ ექსპორტმა უკვე 350 ათას ბოთლს მაიღწია, პოლონეთში 2 მლნ ბოთლია ექსპორტირებული, აშშ-ში 340 ათასი ბოთლი ღვინო გაიგზავნა. ზრდა გვაქვს ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით, განსაკუთრებით უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთში. მთლიანად ჯამური შემოსავალი 125,5 მლნ აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ვფიქრობთ, ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
"რ": რამდენად მიიქცია ქართულმა ღვინო ყურადღება მეცნიერების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ ავტორიტეტს მეღვინეობის სფეროში, რამდენად იყო წარმოდგენილი ისტორია ამ ადამიანებისთვის საინტერესო, როგორია მარკეტინგი და საბოლოდ რა შედეგს ელოდება ამით საქართველო?
ა.ა: ღვინის ეროვნული სააგენტომ გაწერა კალენდარი ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს, რომლის მიხედვით 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილია ღონისძიებები, რაც მოიცავს საერთაშორისო გამოფენებს, სემინარებს და ეს პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება. ნოემბერში მნიშვნელოვანი ღონისძიებება გველის, ეს უკავშირდება პროვაინ შანხაის, რომელიც იქნება ერთ-ერთი მსხვილი გამოფენა. ჩინეთი არის ერთ-ერთი მსხვილი სტრატეგიული ბაზარი, სადაც ვცდილობთ დამკვიდრებას და ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას. ჩამოსული არიან ღვინის ექსპორტები აშშ-დან, რომლებიც გამართავენ დეგუსტაციას, ამის ფარგლებში ასევ კომპანიებს მიეცემა კონსულტაცია სხავდასხვბა კუთხით, რაც საერთო ჯამში მზინად ღვინის ცნობადობის ზრდას ისახავს. ჩვენი კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მოვიცვათ ყველა ის შრე, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ბაზრებზე შესვლას, ეს იქნება სომელიე, დისტრიბუტორი, მაღაზიის მფლობელი და აშ.
საბოლოოდ მილიონობით ადამიანთან მიდის ეს მესიჯი და ეს არის მუშაობის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ერთად გავწიეთ. გამოფენაში მონაწილეობა გვეხმარება და საუკეთესო საშუალებაა, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს გამორჩეულობას მეღვინეობის სფეროში.
"რ": როგორც ვიცით, ბოლო წლებში ხორციელდება ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის” კვლევის პროექტი. კონკრეტულად რას მოიცავს იგი და რა წვლილი შეაქვს მას მეღვინეობის განვითარებისათვის საქართველოში?
ა.ა: აღნიშნულ პროექტი ჩვენ 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოგვეჩინა ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, აგროკლიმატოლოგიის და კიდევ არაერთი მიმართულებებით გაწეული კვლევების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ. პროექტმა ძალიან დიდი შედეგი მოუტანა საქართველოს. გასულ წელს ჩვენი ქვეყანა "გინესის წიგნში" შევიდა, როგორც უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა. ასეთ აღიარებას სჭირდება ხელშეწყობა, მიმდინარე წელსაც განვახორციელეთ ტორონტოს უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად არქეოლოგიური გათხრები და დამატებითი მასალების აღმოჩენაც შესაძლებელია. სწორედ ამ შედეგებისა და მიმდინარე კვლევების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი აქტუალობას არ კარგავს და ის მომავალშიც გაგრძელდება.
პარალელურად, საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს "რთველი 2018", რომელიც აქტიურ ფაზაშია. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ბოლო წლების განმავლობაში.
ანდრო ასლანიშვილსი შეფასებით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 5 ათას ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ყურძნის კრეფის პროცესი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო, გარდა საგარეჯოსი, სადაც ტრადიციულად რთველი შედარებით მოგვიანებით იწყება.
,,რთველის საკორდინაციო შტაბი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ 170-ზე მეტი კომპანია, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ ყურძენი ჩაიბაროს. ამ მომენტში რთველის პროცესში ყოველდღიურად 60 კომპანიაა ჩართული. გაგვაჩნია დეტალური ინფორმაცია ლოკაციების შესახებ, რომელსაც ვაწვდით კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს და მათი მეშვეობით ხდება ჩაბარების პროცესის მართვა, რომელიც ექსცესების გარეშეა, არ არის რიგები და ეს მთავარი ფაქტორია, რომ რთველი ორგანიზბულად ჩატარდეს. ამ დროისთვის გადამუშავდა 42 ათასი ტონა ყურძენი. ინტენსიურად რთველი მიმდინარეობს კახეთის თიტქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე აღსანიშნავია, რომ დღე-ღამური გადამუშავება 5000 ტონამდეა გაზრდილი, ველოდებით, რომ ეს მონაცემი გაიზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სუბსიდიიდან გამოსვლა შეძლო. ცხადია, არ იყო არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება, სატესტო რეჟიმში მიღებული, რომ უკმაყოფილება გამოეწვია. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგად შეიქმნა გარემოება, როცა გვაქვს მოთხოვნა ღვინოზე, ყურძენზე და აღარ გახდა სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება", - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
იმედიან განწყობას კახელი მევენახეებიც ინარჩუნებენ. ისინი გულწრფელად ამბობენ, რომ თავის დროზე სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა მხარდაჭერამ მათი მოლოდინი გაამართლა და მევენახეები ფეხზე დააყენა. დღეს კი სავსებით გაგებით ეკიდებიან სუბსიდირების შეწყვეტას და ამბობენ, რომ ფერმერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ თავის შემოსავალს დამოუკიდებლად მიხედონ. წინანდალელი ფერმერის ოთარ ბერძენიშვილის თქმით, მოსახლეობა მეტი მოგების მიღებითაა მოტივირებული.
"წელს სუბსიდირება მოიხსნა, რაც უდავოდ პოზიტიური მოვლენაა. არ შეიძლება, მუდმივად სახელმწიფოს იმედად ცხოვრობდე. შესაბამისად, ბაზარმა უნდა განსაზღვროს ფასი, ეს სწორი მიდგომაა. კარგი მოსავალია, სტიქიის მიუხედავად, ხარისხი არ გაუარესებულა, ამ მხრივ გაგვიმართლა. ძირითადი მოსავლის კრეფას ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. გარდა ამისა, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი რამდენიმე ახალი საწარმოა რეგიონში, რაც დიდი შრომის შედეგია, ამას ვერავინ უარყოფს.
მთელ რეგიონზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წინანდალსა და ახლომდებარე სოფლებში არ მეგულება გლეხი, რომელიც შეიძლება უკმაყოფილო იყოს. ხალხიც მეტი მოგებითაა მოტივირებული, მომავალში მეტად გაირჯებიან, ვინც თავისი შრომის შედეგი უკვე ნახა", - ამბობს ოთარ ბერძენიშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ვასო შაქარაშვილი 12 ტონა მოსავალს ელოდება. ამბობს, რომ სუბსიიდიის მოხსნა დროული და ამას გლეხების მხრიდან უკმაყოფილება არ გამოუწვვევია.
"დასრულდა ის დრო, როცა ხალხს წარმოდგენაც არ ქონდა, როგორ შევძლებდა მოსავლის რეალიზაციას მთავრობის დახმარების გარეშე. წინა წლებში მთელი რიგი სამუშაობი გატარდა, რაც მოსავლის მოწევასა და შემდეგ მის რეალზიაციაში დამეხმარა.
წელს ამ ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ და შედეგსაც ველოდები. გარშემო ბევრი ისეთი ოჯახია, რომელსაც დამოუკიდებლად ვენახის მოვლას მეტ-ნაკლებად ახერხებს. გაისად მეტი ვენახი გაშენდება და მეტი მიწა დამუშავდება. ძლიერი მეწარმე, თითო სოფელში ათიც რომ იყოს, მევენახეობის დარგი უფრო გაძლიერდება", - ამბობს კახელი გლეხი.
კახურ სოფლებში გაჩაღებული რთველის პარალელურად, ყურძენზე მოთხოვნა გაზრდილია და საექსპორტო ბაზარზეც წელს მეტი ღვინო იყიდება. ეს წინაპირობა იმისათვის, რომ ქართული სოფელი ფეხზე მყარად დადგეს.