რეზონანსი
12.09.2018

 დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ექსპორტირების მიზნით ქვეყანაში კანაფის მოყვანა-წარმოება უდიდეს რისკებს შეიცავს. ამაზე უცხო ქვეყნების სტატისტიკაც მოწმობს.

“ყოველგვარი კულტივაციის დაშვება ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს რისკებს შეიცავს. როდესაც სხვა ქვეყნების სტატისტიკა მოგვყავს, ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო დანიშნულების მიზნით მოხდა მარიხუანას კულტივაცია იქვე გამრავლდა არალეგალური წარმოება და ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობამ მოიმატა.

პატრიარქს არაერთხელ უსაუბრია ნარკოტიკების საშიშროებაზე, პატრიარქი დღევანდელ კონფერენციაზე არ ყოფილა, მისი სიტყვა არ მოგვისმენია, თუმცა არაერთხელ უსაუბრია და გაიხსენეთ რამდენიმე კვირის წინ მისი ქადაგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა.

მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი, კულტურული პრობლემა დგება ქართული რეალობის წინაშე, რადგან საქართველო, ოდითგანვე ღვინის ქვეყანა, შეიძლება გადაიქცეს მცირე და დიდი ნარკობარონების ქვეყანად", – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×