(რეზონანსი) ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი მარინა ჭავჭანიძე მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თუ მის მიღმა ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება:
„ტურიზმმა ვერ გაქაჩა ქვეყნის აყვავება;
ჰესებმა ვერ მოგვიტანეს ენერგოდამოუკიდებლობა;
პანორამამ ვერ გაგვაბედნიერა;
განათლებაში ჩავი@@@ით;
სამართლიანობა ვერ აღდგა;
ჯანდაცვაა და თურქეთში დავრბივართ;
კულტურა და ისტორია, მამული და სარწმუნოება, ნიჭი და ამბიციები - ტ@@ში!
ენა - მარტო გამოსაყოფად და პარლიამენტში სატლიკინოდ!
ერთადერთი რაც დაგვრჩა, მოვწიოთ ხუანა და ვიცინოთ- არ კლავს, მარტო აშტერებს(მაინც არ ეტყობა არავის ზოგადი დაშტერების ფონზე).
თუმცა კიდეა რამდენიმე მომგებიანი ბიზნესი -
ადამიანებით ვაჭრობა;
ორგანოებით ვაჭრობა;
და ვაბშემც გაგვეყიდა ეს წილხვედრი!" - წერს მარინა ჭავჭანიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე