(რეზონანსი) სოციალურ ქსელში თამარ მეტრეველი სტატუს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ორ ახალგზარდა ბიჭს ეძებენ, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებს დახმარება გაუწიეს.
"11 სექტემბერს, დაახლოებით 00:30-ზე წყნეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა ჩემი და და მისი 3 მეგობარი. ღვთის წყალობით, ყველა კარგადაა. ვეძებთ ორ ახალგაზრდა ბიჭს, სავარაუდოდ, ექიმებს ან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ისინი პირველები აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე და უაღრესად კვალიფიციური დახმარება გაუწიეს დაშავებულებს. ბედნიერებაა, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია სხვისი გასაჭირის გულთან მიტანა. ჩვენს იქ მისვლამდე მათ მოასწრეს საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება და საკუთარი ტანსაცმელი გამოიყენეს დაშავებულების საფიქსაციოდ. ვეძებთ მათ, რომ უბრალოდ მადლობა გადავუხადოთ ასეთი გულისხმიერებისათვის და რაც ყველაზე მთავარია, უაღრესად სწორი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, ასევე, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ 314-ე და 312-ე სასწრაფო დახმარების ბრიგადებს" - წერს მეტრეველი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე