(რეზონანსი) „გულწრფელად გეტყვი, არანაირად არ მეშინია და ყველაფრისთვის მზად ვარ. კარგად ვიცი რა ნაბიჯს ვდგამ, რას ვაკეთებ და რა რისკებთან არის ეს საქმე დაკავშირებული. მე რისკისთვის მზად ვარ," - ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერია"-ს გადაცემაში ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან", მომხმარებელთა ფედერაციის თავჯდომარემ, გადაცემის "სახალხო კონტროლი" წამყვანმა, მადონა კოიძემ განაცხადა.
„მე ნურავინ დამადანაშაულებს, დაადანაშაულონ საკუთარი მენეჯმენტი და საკუთარი თავი. რას ვითხოვთ? - სისუფთავეს! ფულს რომ ვიხდი, აუცილებლად უნდა იყოს უვნებელი კერძები და არ მომატყუო! - მარტივია...
როგორიც ბიზნესმენიც არ უნდა იყო და რა თანხაც არ უნდა გქონდეს რესტორნის აშენებაში ჩადებული, საქონლის ხორცის მაგივრად ცხენის და ვირის ხორცს რომ მომიტან სუფრაზე და კი არ შეგედავები, დაგამხობ თავზე ყველაფერს და უკანაც არ დავიხევ", - განაცხადა მადონა კოიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე