რეზონანსი
13.09.2018

 მსახიობ ზურაბ ყოფშიძის შვილი, ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ცნობილ მსახიობთან ბევრს შეეშალა:

„გუდიაშვილზე გვქონდა ბინა, დედაჩემისა და დეიდაჩემის, რომლის იმედადაც ვიყავით. ახლობელს ჩავუდეთ, ვითომ ფული უნდა მოეცათ, მაგრამ მოგვატყუეს. არ მინდოდა, ზურას გაეგო, ვიფიქრე, ჩვენით მოვაგვარებდით, მაგრამ ახლახან გაიგო ზურამ. ვის არ სთხოვა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ახლახან ბანკმა აუქციონზე გაგვიყიდა. ისიც ვიცი, ვინ შეიძინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვისაც ხმა მიაწვდინა, არაფრით დაეხმარნენ. მით უმეტეს, ზურა ისეთი ადამიანია, რომელიც კაპიკს არავის სთხოვს. რაც აქვს, იქით ეხმარება ხოლმე ყველას… სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა…

დედაჩემი და მამაჩემი ამას ასე არ დატოვებენ. უფლება არ ჰქონდათ, ერთი ზარის შემდეგ აუქციონზე გაეტანათ. მხოლოდ ერთხელ დაგვირეკა საპრობლემომ. უნდა დაეცდიათ ჩვენთვის, რომ თავად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. ამხელა ოჯახი ვართ და ყველას ამ ბინის იმედი გვქონდა, ზურას კი არ გაუწიეს ანგარიში და ერთი ზარის შემდეგ გაყიდეს…”, – განაცხადა "ფორტუნასთან" ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×