თამარ შუკვანი
15.09.2018

 „ჩვენ დასნეულებული და ავადმყოფი ერი ვართ. ეტყობა, ძალიან ძველი ერი ვართ და ჩვენი ფესვებიც ნელ-ნელა დალპა. დამპალ ფესვებზე ამოსული ხე ვერ გაიხარებს. ეს ქვეყანა არავის უყვარს. უპატრონო ქვეყანა ვართ. ჩვენ მივიღებთ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ ქვეყანას, რომელსაც მომავალი არცერთ ვარიანტში არ აქვს," - საქართველოში მარიხუანს ლეგალიზაციასა და წარმოებასთან დაკავშირებით „რეზონანსი" მსახიობ გივი სიხარულიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, მარიხუანას ლეგალიზაცია შედეგად ქვეყნის დაღუპვასა და საზოგადოების დასნეულებას გამოიწვევს.

„მარიხუანას მომყვანი ქვეყანა არის დაღუპული. დღეს, როგორც სახელმწიფო, ჩემთვის ეს ქვეყანა აღარ არსებობს. სახელმწიფო, სადაც კანაფი უნდა დათესონ, მოიყვანონ, გაყიდონ და ხალხი დაასნეულონ და გააგიჟონ, ის ქვეყანა ჩემთვის ქვეყანა აღარ არის", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×