რეზონანსი
15.09.2018

 ბათუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლეს და გადარჩა. შემთხვევა დღეს საღამოს ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოხდა.  სამი ტყვია მას ფეხში მოხვდა, ხოლო ერთმა ტყვიამ  ხელის მტევანი დაუზიანა. იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე. თავდასხმის მიზეზი უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×