„ადამიანი ვერ მოიფიქრებს ასეთ რაღაცას. გარწმუნებთ, რომ ამ კანონს არ მიიღებენ. მჯერა, რომ პარლამენტი ასეთ კანონს არ მიიღებს,“ - „რეზონანსთან“ საუბრისას მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ მარიხუანას ლეგალიზაციასა და მის წარმოებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფეს თქმით, მისთვის უცნობია როგორი იქნება საპატრიარქოს რეაქცია, თუკი პარლამენტმა ეს კანონი მაინც მიიღო. იგი დაზუსტებით ირწმუნება, რომ საქართველოში მარიხუანას წარმოებასთან დაკავშირებით კანონის მიღება ვერ მოხდება.
„ეს წარმოუდგენელი რამ არის და პირადად ჩემთვის საქართველოში მარიხუანას პლანტაციები იყოს, აღმაშფოთებელია. არ შეიძლება რომ ეს მოხდეს. საპატრიარქოს კონფერენცია იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და საპატრიარქოს შემდგომი ნაბიჯები ჩემთვის უცნობია.
„ვერცერთი ადამიანი ამას ვერც იფიქრებდა გონებაში, რომ შესაძლოა ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა. არ გვჯერა, რომ ამის ლეგალიზაცია მოხდება. ამ კანონს ვერ მიიღებენ, ან როგორ უნდა მიიღონ,“ - განაცხადა მეუფე ანანია ჯაფარიძემ.