რეზონანსი
15.09.2018

 მთავრობის განკარგულებით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არსებული დავალიანებებისგან გათავისუფლდება.

საუბარია, ფინანასთა სამინისტროს წინაშე არსებულ დავალიანებაზე, რომელიც 2018 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით 96 მილიონ 684 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას bpn.ge-ი ავრცელებს.

თუმცა, როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, კომპანია ფინანსთა სამინისტროს წინაშე არსებული დავალიანებისგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ყაზტრანსგაზსა“ და საქართველოს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავა საქართველოსთვის ხელსაყრელი მორიგებითა და ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება; ასევე „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გათავისუფლდება „ყაზტრანსგაზისა“ და intergas finance bv-ს წინაშე არსებული 133  739 35 ლარის ოდენობის დავალიანების გადახდისგან და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იან წილს მარშალისკუნძულებზე რეგისტრირებული WALTBAY LTD-ი შეიძენს.

ამასთან, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაევალათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×