რეზონანსი
16.09.2018

 უკრაინაში, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დეფაქტო საზღვართან ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო, 4 ათასი ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ Independent-ი წერს.

ე.წ. საზღვრისპირა რეგიონები 2014 წლის, ანუ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საომარ ხაზად იქცა, რასაც ეკოლოგიური პრობლემებიც ემატება.

ევაკუაცია განხორციელდა როგორს უკრაინის, ისე - რუსეთის მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან და ქალაქებიდან. ადგილობრივები ამბობენ, რომ აგვისტოს შემდეგ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი, ბავშვები სუნთქვის გართულებასა და ალერგიას უჩივიან. გარდა ამისა, მეტალის სხვადასხვა ნივთებმა, მაგალითად ბავშვების საქანელებმა სწრაფად დაიწყო დაჟანგება, ხეებიდან ნაადრევი ფოთოლცვენა დაიწყო, მინდვრები კი მუქი შეფერილობის გახდა.

ეკოლოგები და ექიმები ამბობენ, რომ ეს რეგიონის სამრეწველო დაბინძურების შედეგია. ისინი მოვლენებს ყირიმში მდებარე ქიმიურ ქარხანას უკავშირებენ. ქარხანა ტიტანის დიოქსიდს აწარმოებს. ეს ნივთიერება საღებავების, ქაღალდისა და პლასტმასის წარმოებაში გამოიყენება. გარემოში მისი გავრცელება ინფექციური დაავადებების რისკს ზრდის და ზიანს აყენებს ნაწლავის უჯრედების სტრუქტურას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×