რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავებ საკანონმდებლო ცვლილებას "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ", რომელიც უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საკითხს ეხება.

კერძიდ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა არ მიეცათ.

კანონპროექტის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში, ავტორიზებულად 2020 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაითვლებიან.

კანონპროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებმა მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და სიმონ ნოზაძე მოამზადეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×