დღეს, გორში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ქალი დააკავეს. პატრულის ეკიპაჟის წევრების განცხადებით, ქალბატონმა მათ შეაგინა. დაკავებული მოქალაქე სპორტსმენი აღმოჩნდა. დაკავების შესახებ პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწერეს. ქალბატონი ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, შემდეგ - სასამართლოში.
მოსამართლე დავით პაპუაშვილი, რომელიც გორის სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს, ხაშურიდან საგანგებოდ გამოიძახეს, თუმცა მორიგე მოსამართლე სხვა იყო. მან, საქმის განხილვის შემდეგ, დაკავებულს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, გაფრთხილების გარდა, ფულად ჯარიმასაც ითვალისწინებს.
"ქართლი.ჯი"-ს პროცესის დასრულების შემდეგ, სამართალდამრღვევის ახლობლები პატრულის თანამშრომელს შერიგების ნიშნად ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობნენ. როგორც ირკვევა, ქალბატონი პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმას არ ეთანხმებოდა.