რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა "თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას" და 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის მიერ "ჩადენილ დანაშაულს".

"მან ძალიან კარგად, შესანიშნავად განმარტა ეს ყველაფერი, ზუსტად დაარქვა ყველაფერს თავის სახელი. მათ შორის თავისი სახელი დაარქვა კიდევ ერთხელ რუსეთის აგრესიას, რომელიც განხორციელდა 2008 წელს, თავის სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და თავისი სახელი დაარქვა იმ უმიძმეს დანაშუალს, რომელიც ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს.

"ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც იყო რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი და მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ დანაშაულის ჩადენაში რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%", - განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×