რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ მიღებას ესწრება. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

მიღება კონფერენციასთან დაკავშირებით ტარდება, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა ორგანიზებით 17-19 სექტემბერს იმართება. კონფერენციაზე საქართველოს ევროპული მომავალი და პერსპექტივა განიხილება.

გიორგი კვირიკაშვილს ჯერ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×