რეზონანსი
17.09.2018

 მომავალი წლიდან დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის პარკინგი ძვირდება. პარკინგის წლიური 50-ლარიანი გადასახადის გარდა, მძღოლებს თბილისის ზოგიერთ უბანში დამატებით - საათობრივად მოუწევთ პარკინგის საფასურის გადახდა. ახალი სისტემის ამოქმედებისთვის ჯერ შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს, სწორედ ამიტომ აღნიშულ საკითხზე მერია პარლამენტთან ერთად მუშაობს. 

რა ეღირება თბილისში პარკინგი, ამის თქმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს უჭირს, რადგან ეს საკრებულოს გადასაწყვეტია. კონკრეტულ უბნებს და გადასახადს სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაადგენს, თუმცა, მისი ინფორმაციით, თანხა ახლოს იქნება საფასურთან, რომლებიც დღეს კერძო საპარკინგე ადგილებზე მოქმედებს. რაც შეეხება მაღალი გამავლობის ავტომობილებს, შესაძლოა, მათთვის პარკინგის განსხვავებულმა საფასურმა იმოქმედოს. 

„შეიძლება აღებული იყოს კომერციული პარკირების საფასურები, როგორც მაქსიმალური ზღვარი. როგორც იცით, დღესაც არსებობს კომერციული როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები და მათი საფასური მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალური პარკირების წლიურ საფასურს. შესაძლებელია, დაახლოებით ამ ზღვარში იმსჯელოს საკრებულომ“, - აცხადებს "ბიემთან" ხმალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×