რეზონანსი
18.09.2018

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის მიერ 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება:

„ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო - ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ იგულისხმა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ "პიარშიკები". ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა - მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა - ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯოჯოხეთი!“ - წერს უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×