რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) დეპუტატი ნატო ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსის" რიგებს ტოვებს, პარტიის ფრაქცია 6 დეპუტატისგან შედგება, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ 5 დეპუტატი დარჩება, ფრაქცია დაიშლება, შესაბამისად, ირმა ინაშვილს ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ჩხეიძის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელია.

„გაოცებული ვარ იმ ინფორმაციით რასაც ვისმენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა.თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ფრაქციას ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია. ჩვენც გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის მიხედვით. შევეცდები რომ შევხვდეთ, თუ ვერ შევხვდი შევხვდებით ქუთაისში პარლამენტის სხდომაზე"-ამბობს ირმა ინაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×