რეზონანსი
18.09.2018

 უმრავლესობის დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით გააკეთა განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მსახიობის მიერ თამბაქოს მოწევა დასაშვები ხდება სპექტაკლის მიმდინარეობისას, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.

“თეატრის დროს, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის. რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ ზიანი სხვას არ უნდა მიაყენოს. თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის. ასევე უკან დახევაა, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი და ამ ნაწილში კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა ძალიან გამიჭირდება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×