რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) სხვა­დას­ხვა კვლე­ვის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე სუფ­თა წყა­ლი, რო­მე­ლიც წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მა­შია, ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შია. ამ ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში კი და­ნია და ფი­ნე­თი ლი­დე­რო­ბენ. ამა­ვე დროს, მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2 მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ა­ნი სას­მე­ლად და­ბინ­ძუ­რე­ბულ წყალს მო­იხ­მარს და ამ ადა­მი­ა­ნებ­ში მხო­ლოდ მე­სა­მე მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი როდი მო­ი­აზ­რე­ბი­ან.

ადა­მი­ა­ნი წყალს ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მარს. მას­თან ერ­თად ორ­გა­ნიზ­მში შე­საძ­ლოა მოხ­ვდეს რო­გორც სა­სარ­გებ­ლო, ისე მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რაც მის გე­მო­სა და სუნ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენს და 30%-ით აჩ­ქა­რებს და­ბე­რე­ბას. აი, რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მისი ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაქვთ, რომ სას­მე­ლი წყა­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გა­მო­აკ­ვლე­ვი­ნოთ, მისი ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც. გთა­ვა­ზობთ 7 მე­თოდს წყლის ხა­რის­ხის შე­სა­მოწ­მებ­ლად:

1. შე­ნახ­ვა

ეს ტეს­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­არ­კვი­ოთ არის თუ არა წყალ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის მი­ნა­რე­ვე­ბი. ჩა­ას­ხით სუფ­თა, გამჭვირ­ვა­ლე ბოთ­ლში წყა­ლი. და­ლუ­ქეთ და დად­გით ბნელ ად­გი­ლას. თუ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ბოთ­ლის კედ­ლებ­სა და ფსკერ­ზე ნა­ლე­ქი შე­ამ­ჩნი­ეთ, ან წყლის ზე­და­პირ­ზე ნა­ლე­ქია მოგ­დე­ბუ­ლი, წყლის ხა­რის­ხი ნამ­დვი­ლად არაა კარ­გი. ის მე­ტა­ლე­ბის მა­რი­ლე­ბი­თაა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი.

2.წა­მო­დუ­ღე­ბა

ამ მე­თო­დით გა­არ­კვევთ, შე­ი­ცავს თუ არა წყა­ლი მე­ტა­ლებს დიდი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით. სუფ­თა ჭურ­ჭელ­ში ჩა­ას­ხით წყა­ლი და წა­მო­ა­დუ­ღეთ. არ გად­მოდ­გათ, ადუ­ღეთ კი­დევ 15 წუთი. გად­მოდ­გით. 20 წუთი და­ე­ლო­დეთ, სა­ნამ წყა­ლი შეგ­რილ­დე­ბა და ფრთხი­ლად გა­დაღ­ვა­რეთ. ნა­დე­ბი და ნა­დუ­ღი ჭურ­ჭლის კე­დელ­ზე-ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. თუ ნა­დე­ბის ფერი მო­ნაც­რის­ფროა, წყალ­ში კალ­ცი­უ­მის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბაა, თუ მოყ­ვი­თა­ლო-მო­ყა­ვის­ფრო ფერი აქვს-რკი­ნის შემ­ცვე­ლო­ბაა მა­ღა­ლი.

3.ტესტი "მარგანცოვკით"

ჩვეულებრივი "მარგანცოვკით" დაადგენთ გამოდგება თუ არა წყალი სასმელად. ჩაასხით ჭიქაში გასატესტი წყალი, ჩაყარეთ მცირე რაოდენობით "მარგანცოვკა" და დააკვირდით რეაქციას. წყალმა ღია-მოვარდისფრო შეფერილობა უნდა მიიღოს. თუ მოყვითალო შეფერილობის გახდება, წყალი სასმელად არ ვარგა.

4. მოამზადეთ ჩაი

სხვადასხვა წყალში ჩაი სხვადასხვანაირად შეიძლება მოიხარშოს. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გმართებთ იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალეა სასმელი. სუფთა წყლით მოამზადეთ ჩაი და შემდეგ ჭიქაში ჩაასხით 40-50 გრამი სატესტო წყალი. თუ ხსნარი გაცილებით ღია შეფერილობას მიიღებს, წყლის ხარისხი მისაღებია. თუ ჩაი გამუქდა და შეიმღვრა, წყალი დასალევად არ ვარგა.

5.აწონეთ

ითვლება, რომ კარგი ხარისხის წყალი გაცილებით მსუბუქია დაბინძურებულზე. სამზარეულოს სასწორის მეშვეობით შეგიძლიათ წყლის ორნაირი ნიმუში აწონოთ და ერთმანეთს შეადაროთ. პირველი ნიმუში-გაფილტრული, მეორე კი-ონკანის. ჭურჭელს რაც შეეხება, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ჭიქა გამოიყენეთ, რომ სხვაობა არ მიიღოთ. თუ ორივე შემთხვევაში თითქმის იდენტურ მაჩვენებლებს დააფიქსირებთ, ონკანის წყალი დასალევად უსაფრთხოა.

6.ტესტი სარკით

დააწვეთეთ წყლის მცირე რაოდენობა სარკის სუფთა ზედაპირზე. მოიცადეთ, სანამ წყალი აორთქლდება, შემდეგ კი შედეგი შეაფასეთ. თუ სარკის ზედაპიზე ლაქა დარჩა ე.ი. წყალში მინარევებია. კარგი ხარისხის წყალმა აორთქლების შემდეგ ზედაპირზე კვალი არ უნდა დატოვოს.

7.საპნის ხსნარი

ამ მეთოდით წყლის სიხისტეს შეამოწმებთ.დაამატეთ წყალში ცოტა საპონი. თუ წყალი რბილია, საპონი მალევე გაიხსნება და დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის. ხისტი წყლის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: ცხიმოვანი მჟავები წყალში შემავალ კალციუმსა და მაგნიუმთან მტკიცე შენაერთებს წარმოქმნიან და ქაფი ფაქტიურად არ წარმოიქმნება.

ცხოვრების მანძილზე ადამიანი დაახლოებით 35 ტონა წყალს მოიხმარს.აი, რატომაა ასე მნიშვნელოვანი წყლის ხარისხის შემოწმება და კონტროლი!

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×