რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც ინდოეთის დედაქალაქის, დელის კრემატორიუმშია გადაღებული. მასზე ჩანს ატირებული ბავშვი, რომელიც დაღუპული მამის ცხედართან დგას. ამის შესახებ BBC წერს.

ბავშვის მამა, 27 წლის ბიჭი, საკანალიზაციო სისტემების მწმენდავი იყო. სისტემაში ჩასვლისას, მისი დამჭერი თოკი გაწყდა და ის საკანალიზაციო სისტემაში დაიხრჩო.

„ეს ბიჭი კრემატორიუმში მამის ცხედრის სანახავად მოვიდა, სახიდან ზეწარი გადახადა, ორივე ხელი ლოყებზე მოჰკიდა, უბრალოდ თქვა „მამა" და ქვითინი დაიწყო" - წერია გავრცელებული ფოტოების აღწერაში.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ფოტოების გაზიარება და ოჯახისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს. ერთ დღეში რეკორდული თანხა, დაახლოებით 3 მილიონი რუპია ($43 829) მოაგროვეს.

ფული ბავშვის განათლებას და მის ოჯახს მოხმარდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×