რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) ფრაქცია პატრიოტების ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პატრიოტების შესაძლო დაშლაზე საუბრობს.

"ახლოვდება დრო, მატროსოვზე ჩაჯდები და 24 საათის მანძილზე "ობიექტივი" გექნება ჩართული" - პასუხობს ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის შესაძლო დაშლაზე წერდა "პატრიოტთა ალიანსს", რომელიც ბოლო კვირებში ივანიშვილის დაკვეთით "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სმს კამანიას ეწევა და ხელმოწერებს აგროვებს, ფრაქცია პარლამენტში ეშლება...

აბა, რა ეგონათ, ამ გაყიდულებს?! ნამდვილი პატრიოტები უნდა შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას,საქართველოს გადასარჩენად!", - წერდა სააკაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×