რეზონანსი
18.09.2018

 სამშენებლო კომპანია „სვეტს“, შესაძლოა, სამშენებლო ნებართვები ისევ გაუუქმდეს. როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ამბობს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანია უახლოეს დღეებში მერიის მიერ, 2 თვის წინ მოთხოვნილ დოკუმენტაციას არ წარმოადგენს. 

ბოლოთაშვილის ინფორმაციით, 21 სექტემბერს გადის პირობის შესრულების ვადა პროექტის შეთანხმების და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის კუთხით, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში გადის მშენებლობის ნებართვის პირობის შესრულების ვადა. 

„ორიოდე თვის წინ ჩვენ ორ შენობაზე, ჯამში ოთხ ბლოკზე შევათანხმეთ ახალი პროექტი და გავეცით მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით. ეს პირობები უნდა წარმოდგენილიყო 60 დღის განმავლობაში. ჯერჯერობით, სანებართვო პირობები არ სრულდება, არ წარმოუდგენია კომპანიას ის დოკუმენტაცია, რაც მოთხვნილი იყო 2 თვის წინ; არ განხორციელებულა არანაირი ქმედება ამ პირობების შესრულების კუთხით. ძალიან მალე, თუ კომპანიის მხრიდან არ მოხდება დოკუმენტაციის წარმოდგენა, გაცემული ნებართვებიც გაუქმდება. 21 სექტემბერს გადის პირობის შესრულების ვადა პროექტის შეთანხმების და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის კუთხით. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ოქტომბრის დასაწყისში გადის პირობის შესრულების ვადა“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×