მარიამ კუპატაძე
19.09.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღს ბრიფინგი გამართა, სადაც მიმდინარე წელს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკების რაოდენობაზე და დაკავებულ ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკული საშუალების უკანონობრუნვის და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლა.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისადა გასაღების ბრალდებით, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ე.ა., 1992 წელს დაბადებული ე.ა., 1975 წელსდაბადებული გ.ა. და 1991 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებებისგასაღებას. სამართალდამცველებმა, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელესმათგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინინივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 8 შეკვრა ჰეროინი დასხვადასხვა სახის აბები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში 2 პირიადაკავებული. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოსთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლისგანჩინების საფუძველზე, 1980 წელს დაბადებული მ.ფ. და 1989 წელს დაბადებული ა.ი. ერთ-ერთიბრალდებულის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სახლში ჩატარებულიჩხრეკისას, 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონოდ იძენდნენ ნარკოტიკულ საშულებას დასისტემატურად ახდენდნენ მის რეალიზებას.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასაზღვრო გამშვებიპუნქტი „სადახლოს" მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 4 მოქალაქე. 1982 წელს დაბადებული ა. ჯ.-ს, 1980 წელს დაბადებული რ. ყ.-ს, 1989 წელს დაბადებული ს. ბ.-ს და 1991წელს დაბადებული ჟ. ყ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ფეხსაცმელების ძირებიდან ამოღებულია 2კილო და 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დამატებით გაცნობებთ, რომ ბოლო ცხრა თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების აქტიურიმუშაობის შედეგად, დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი.

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 25 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 500 გრამიკოკაინი, 8990 აბი "სუბოტექსი" და "სუბოქსინი", 2 კილო და 100 გრამი "მდმა",1 კილო და 200 გრამიფსიქოტროპული მედიკამენტები."- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×