რეზონანსი
19.09.2018

 სალომე ზურაბიშვილის მიერ სასულიერო პირების მისამართით გაკეთებულ განცხადებას მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი მამა კახაბერ გოგოტიშვილი გამოეხმაურა. დეკანოზის განცხადებით, ეკლესია არ ერევა პოლიტიკურ პროცესში, სასულიერო პირები კი აფიქსირებენ მხოლოდ საკუთარ აზრებს:

„ის, რომ ეკლესია ერევა, ეს ტყუილია. ეკლესია არ ერევა. მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო ან ამას მიეცი ხმა ან იმას მიეცი, ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი, ყველას თავისი აზრი აქვს და ვისაც მოსწონს მისცემს ხმას სალომე ზურაბიშვილს. პირადად მე ნამდვილად არ ვაპირებ და ამის უფლეა მაქვს როგორც მოქალაქეს. 

ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა, გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი, ყველას აქვს უფლება გააჩნდეს თავისი აზრი და ჩვენ არ უნდა გვქონდეს? მაშინ პასპორტები უნდა ჩამოგვართვან და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა მოგვცენ. პრეზიდენტობის შემთხვევაში, მან სულ ცოტა თქვა, რომ მოგვხედავს. მე მგონი, ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს, ან არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აგვიკრძალავს“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×