(რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს და აცხადებს, რომ მისი სახლეით ბიზნესებს პარტიისთვის შემოწირულობის გადარიცხვას სთხოვენ, რასაც სააკაშვილი პროვოკაციას უწოდებს:
„ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომ ნაცვლიშვილი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი სპეციალისტი ბინძურ ხრიკებში, ჩემი სახელით ავრცელებს ვიდეოებს, სხვადასხვა ბიზნესებს უგზავნის და სთხოვს გადმორიცხონ მათ ფული ჩემს ანგარიშზე და ნაც. მოძრაობაში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მართლაც გვჭირდება ფული გია ვაშაძისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც არ ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის და მისი სატელიტების მიერ, მას სჭირდება ელემენტარული საშუალება გადაადგილებისთვის, ბენზინის ჩასხმისთვის, ხალხთან შეხვედრისთვის, პლაკატების გაკვრისთვის, ჩვენ მტელ ანგარიშს წარმოვადგენთ რაში დაიხარჯა ეს ფული, ბუნებრივია ამ ფულს ჯიბეში არავინ ჩაიდებს, მაგრამ ჩვენ არც ერთ ბიძნესს არ ვთხოვთ კონკრეტულად და არ ვუკავშირდებით, ჩემი სახელი შეუძლიათ თქვან პარტიის ლიდერებს და თვითონ გია ვაშაძეს შეუძლია თავის თავზე საუბარი, დანარჩენი არის ჩემს Facebook-ფეიჯზე სადაც შეუძლიათ ფულის გადარიცხვა. ყველაფერი დანარჩენი არის პროვოკაცია.
მინდა ვუთხრა ბარიგა ივანიშვილს, გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები, ხალხი აღარ ტყუვდება, ყველა გამოკითხვით ჩვენ ვლიდერობთ, ვერც ერთი გამოკითხვით შენ ეს წუნკალი, მორალატე დედაკაცი ვერ გაგყავს და 28 ოქტომბერს საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე