რეზონანსი
19.09.2018

 მომღერალმა და პროფესიით მხატვარ-რესტავრატორმა მამუკა ონაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი უკავშირდება იმ საქმიანობის განახლებას, რომელიც მისი უშუალო პროფესიაა, ხოლო მეორე კუჭის ოპერაციის ხელმეორედ გაკეთებას. 

"წონა ჩემი სუსტი წერტილია. მოგეხსენებათ, კუჭის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რომ მოვიმატე. ახლა ისევ გადავწყვიტე, თავიდან გავიკეთო ოპერაცია და ზედმეტ კოლოგრამებსაც დავემშვიდობო. ამას წინათ 90 კილოგრამი მქონდა დაკლებული.

ყოველდღე – არა, მაგრამ თუ "გამეხსნა", ძალიან გემრიელ რაღაცებს ვაკეთებ. ძალიან კარგად გამომდის ჩინური კერძები, შემდეგ ვეძახი მეგობრებს და ძალიან მოსწონთ. ხუმრობენ ხოლმე, დღეს ჩინური დღე გვაქვსო. გურმანი ვარ. ბაყაყიც მაქვს გასინჯული, გველიც, მაგრამ ქართულ სამზარეულოს არაფერი სჯობს", - აღნიშნა მამუკა ონაშვილმა და ხატვით გატაცებაზეც ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ადრე პერიოდულად ვხატავდი, ბოლო დროს აქტიურად დავიწყე ყველა ჟანრში ხატვა. უკვე 25-მდე ნახატი მომიგროვდა და, სხვათა შორის, არც ისე ხელწამოსაკრავი ნამუშევრებია", - აღნიშნა მომღერალმა "სარკესთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×