რეზონანსი
19.09.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და მოტოროლერი შეეჯახა.

სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 58 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×