(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უღირსი კამპანია მიმდინარეობს, რადგან ქალია. ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კომენტარს სოციალური ქსელის მეშვეობით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:
,,ხო სოფიკო, მშურს სალომე რომ ქალია, კაცებს კიდევ შეიძლება შურდეთ. აი, ჩვენ რატომ გვშურს ეგ ვერ გავიგე."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე