მარიამ კუპატაძე
20.09.2018

 ლილოს გეზის მიმდებარე სატვირთო ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია რამდენიმე დღეა გრძელდება.

პროტესტი უკიდურეს ფორმას იღებს, მიზეზი კი ახალმა რეგულაციებია, რომლის თანახმადაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის და ფქვილის შემოტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა და ვენები გადაიჭრა.

ამავე მამაკაცმა რამდენიმე ხნის წინ ბენზინიც გადაისხა, ის აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებებს მანამდე არ შეწყვეტს, სანამ ადგილზე ფინანსთა მინისტრი არ მივა.

,,მოვიდეს ფინანსთა მინისტრი, რომ ტრაგიკულად არ დამთავრდეს ეს აქცია, ამ ადამიანის ჩამოყვანა გვინდა"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ხორბლის გადამზიდავები საპროტესტო აქციას გააგრძელებენ. მანამდე საინიციატივო ჯგუფი დღეს კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავს ფინანსთა სამინისტროში. უწყებაში კი ჯერ ამ შეხვედრის შესახებ თანხმობა არ განუცხადებიათ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა.

გადამზიდავები 2020 წლის ბოლომდე მუშაობის უფლების მიღებასა და დამატებითი გადასახადების გაუქმებას ითხოვენ. სამინისტროს კი გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადას ოქტომბრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გზის გადაკეტვასა და პერმანენტული აქციებს აანონსებენ.

გუშინ საღამოს კი მცირე დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და ერთ-ერთ იმპორტიორს შორის, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და გადამზიდავებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ვეთანხმებით, გვინდა შეთანხმება მოხდეს მოლაპარაკების გზით, არავინ არ ველოდით ამას. მოგეხსენებათ რა დღეში ვართ ყველა. ყველა ადამიანი ვერ უძლებს ფსიქიკურად, ადამიანმა გადაწყვიტა ეს, ასეთ ფორმას მიმართავს და ჩვენ გვერდში ვუდგევართ ყველა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის, ამ ადამიანის უსაფრთხოდ ჩამოყვანაა,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს და პროტესტის ეს ფორმაც, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია.

"უმძიმესი ფინანსური პრობლემები აქვს, ბანკებში ვალები, თორემ არ მივიდოდა ესეთ უკიდურეს მდგომარეობამდე,"-განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

ადგილზე იმყოფებიანც სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ერთი ეკიპაჟი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×