(რეზონანსი)ხმაურია ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხი განიხილება. საკითხს პრინციპუყლად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. საწინააღმდეგო მოსაზხრება აღმოაჩნდა უმრავლესობის წევრს, აკაკი ზოიძეს.
„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს", - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა აკაკი ზოიძეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს.
„ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე"- მიმართა ზოიძემ თანაგუნდელ გოგიჩაიშვილს.
სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმუხტა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე