რეზონანსი
20.09.2018

 (რეზონანსი) კიევის პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. პატრიარქმა ფილარეტმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმისგან საქართველოც და უკრაინაც დაზარალდნენ.

„მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენ ამ ლოცვაში შემოგვიერთდება" - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა აშშ-ში ყოფნისას.

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური პოზიცია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ჯერ არ გამოუცხადებია და ამ საკითხთან დაკავშირებით არც სინოდის სხდომა მოუწვევია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×