რეზონანსი
20.09.2018

 სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს (CAT), შესაძლოა, ეროვნული გამოცდები შეერწყას. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებში 2020 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

„თვითონ გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ცვლილებას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ ნამდვილად ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას. სკოლის გამოცდა იქნება თუ მისაღები გამოცდები, ამის გაერთიანება შეიძლება.  მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ამდენი გამოცდა. რეორგანიზაცია ამ მიმართულებით ნამდვილად არის საჭირო, თუ როგორ, ამას სამინისტრო 2020 წლისთვის გააცხადებს. 

არ გამოვრიცხავ სკოლისა და ეროვნული გამოცდების შერწყმა მოხდეს. ჩემი მოსაზრებით, სწორედ რომ კარგი იქნება ბავშვებს გამოცდების რაოდენობა შევუმციროთ, ოღონდ გავზარდოთ ხარისხი და უნარები“, - განუცხადა "აიპიენს" გენადი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×