რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში, სადაც სალომე ზურაბიშვილს, ადგილობრივები პროტესტით დახვდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც კანდიდატი უნდა მივიდეს, ადგილობრივებს შესვლის უფლებას არ აძლევენ.

"ქართული ოცნების" აქტივისტებმა შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და შენობაში მხოლოდ საჯარო მოხელეებს უშვებენ.

„ქალბატონო სალომე, გიორგი ანწუხელიძის სახელით არ ჩაგატარებინებთ შეხვედრას."- განაცხადა ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ. მოქალაქეები 2008 წლის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია, არეულობის მოწყობის მცდელობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

„მოვედი და ვხედავ იმას, რომ რაღაც მცდელობა არის, შევქნათ გარკვეული ისტერია. არანაირი ისტერია აქ საჭირო არ არის, ვისაც უნდა კითხვის დასმა, მიეცემა კითხვის დასმის შესაძლებლობა," - განაცხადა მერაბ ქვირაიამ.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×