ტატა შოშიაშვილი
22.09.2018

 რუსეთის წყალქვეშა ბირთვული ფლოტი, რომელიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი რაკეტებით, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში 2024 წელს მოვა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ამ მიზნის მისაღწევად რუსებმა პრაქტიკულად ყველა სხვა სამხედრო პროექტის განხორციელება დროებით შეაჩერეს.

სამხედრო ექსპერტმა ვარხანგ მაისაიამ განაცხადა, რომ ჰიპერბგერითი სიჩქარის მქონე სარაკეტო სისტემა ქმნის საკმაოდ სერიოზულ პრობლემას, რადგან ამ დროისთვის ეს არის ყველაზე სწრაფი სამხედრო შეიარაღება, რომლის დაჭერა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისთვის ძალიან რთულია.

წყაროს ინფორმაციით, რუსეთში გეგმავენ, რომ 2024 წლისთვის წყალქვეშა სამხედრო სისტემათა რაოდენობა, რომელიც მეოთხე თაობის "ბორეი 2-ის" ან "ბორეი-A-ს" ტიპის იქნება, რვამდე გაზარდონ. გარდა ამისა, რუსები ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემებით აღჭურვილი წყალქვეშა ბირთვული ფლოტის შეერთებას აპირებენ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო წყნარისა და ჩრდილოეთის ოკეანეების ფლოტებისთვის.

„რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ მაისაიამ განმარტა, ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემის ფუნქცია და აღნიშნა, რომ წყალქვეშა ბირთვული ფლოტი, რომელსაც რუსეთი მზადყოფნაში სულ რამდენიმე წელიწადში მოიყვანს, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცევა:

„ჰიპერბგერით სარაკეტო სისტემას გააჩნია 8-დან 12-მდე მახ-ის სიჩქარე (მახ-ი მაღალი სიჩქარეების სადემონსტრაციოდ შემოღებული სიდიდეა, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენჯერ აღემატება ამა თუ იმ ობიექტის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს), რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის ყველაზე დიდი სიჩქარე. მას შეუძლია ძალიან მოკლე დროში საკმაოდ სწრაფად მიაღწიოს დანიშნულების ადგილზე. ეს არის ყველაზე უკეთესი ვარიანტი არსებულთა შორის.

„ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსები იმით არის კარგი, რომ ეს არის დაახლოებით მე-5 თაობის სარაკეტო კომპლექსი, რომელთა გადაჭერა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისთვიოს, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ეტაპზე.

„ეს სარაკეტო სისტემები ქმნის საკმაოდ სერიოზულ პრობლემას. ასეთი ტიპის შეიარაღება რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიათ. პუტინმა ახალ ტექნოლოგიებში დაახლოებით 400 მლრდ დოლარი ჩადო და მათი მოდერნიზებისთვის ბევრი რამ გააკეთა. დღეს რუსეთს გააჩნია დიდი შეიარაღება და ეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უსაფრთხოების ძალიან სახიფათოა.

„შავ ზღვაში ამ ფლოტის შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ის ნებისმიერ დროს მისწვდება ნატო-ს რაკეტსაჭინააღმდეგო სისტემებს და შეძლებს ბირთვული დარტყმის მიყენებას მოკლე რადიუსის ფარგლებში.

„ფაქტობრივად, 2024 წელს რუსეთის შეიარაღებას შეეძლება ამერიკისთვის რეალური საფრთხის შექმნა და პარიტეტის აღდეგენა აშშ-სთან. გარკვეულ შეიარაღებაში რუსები უსწრებენ ამერიკელებს", - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დრო უქმად არ დაკარგა და, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩუმად თავისი შეიარაღები მოდერნიზაცია დაიწყო:

„სამწუხაროდ, რუსებმა მოახერხეს ძალიან ჩუმად, დროის დაკარგვის გარეშე თავინთი შეიარაღების მოდერნიზაცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სხვათა შორის ეს გამოიწვია საქართველოსთან ომმა, აგვისტოს ომმა უბრიძგა რუსეთს, რომ განევითარებინა საკუთარი შეიარაღებული ძალები.

„ფაქტობრივად, ეს ომი რუსეთისთვის საჭირო იყო იმისთვისაც, რომ მოეხდინა თავისი შეიარაღებული ძალების რეალურ პირობებში გამოცდა. რუსეთისთვის ეს მოტივაციური მომენტი იყო. მან საქართველოზე მოახდინა თავისი შეიარაღებული ძალების აპრობირება და, სამწუხაროდ, აქედან მიღებული გაკვეთილებიდან, ჩვენგან განსხვავებით, მათ სწორი დასკვნები გამოიტანეს და მიიღეს არც თუ ისე ცუდი შედეგი", - დასძინა სამხედრო ექსპერტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×