რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ხის გადატანის გამო ხობის რაიონის სოფელ გურიფულის მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

ასწლოვანი ცაცხვი ხობიდან ყულევის ტერმინალში გადააქვთ, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ჯერ ქობულეთში, შემდეგ კი ივანიშვილის ეზოში, ე.წ. დენდროლოგიურ პარკში მოხდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა, რომელიც ექსპლუატაციაში ერთი წლის წინ შევიდა, მხოლოდ 100 ტონამდე ტვირთვისთვის არის განკუთვნილი, ასწლოვანი ხე კი 200 ტონაზე მეტს იწონის.

ხობის რაიონის მოსახლეობა პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების გაძვირების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო რესურსის ხარჯვასაც აპროტესტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×