რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი და ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი ესპანეთის სასამართლომ გადასახადების დამალვაში ცნო დამნაშავედ.

2013 წელს, ხორვატმა 290 ათასი ევრო დაუმალა ესპანეთის საგადასახადო სამსახურებს, 2014 წელს - 580 ათასი.

სასამართლომ ხორვატს რვაწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და 350 ათასი ევროთი დააჯარიმა. ასე რომ, მოდრიჩს, საერთო ჯამში, 1.2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ლუკა მოდრიჩი „რეალში" 2012 წლიდან თამაშობს. მადრიდული კლუბის შემადგენლობაში ის ერთხელ იყო ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×