ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის საკითხს შეეწირა. „სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანას პლანტაციები არ იქნება“, - ციტირებს "რ2" გიორგი კვირიკაშვილს ნათქვამს.
როგორც წყარო „ქართული ოცნებიდან“ ყვება, კვირიკაშვილმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე მარიხუანის მოშენების თემა დაბლოკა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იყო ბერას ცნობილი სიმღერა ლეგალიზებასთან დაკავშირებით და მალე კვირიკაშვილს თანამდებობაც დაატოვებინეს.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერის ხისტი პოზიცია ჰქონდა:
„იქ იყო საუბარი დეკრიმინალიზაციასა და ლაგალიზაციაზე. ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ყოველთვის ქონდა ხისტი პოზიცია და ის არ უჭერდა მხარს ამას და იძახდა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ნამდვილად არ მოხდებოდა ამ კანონის მიღება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.