რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშლიჯვარში მცხოვრებმა ირანელებმა დასახლებაში მდებარე ეკლესიის ზარების რეკვა გააპროტესტეს.

„სექტემბრის შუა რიცხვებში ვაშლიჯვრის ტაძარში ერთი ამბავიატყდა, პატრული, მრევლი(გაგიჟებული).

თურმე, აქვე, მეზობლად მცხოვრებ ირანელებს 112 ში დაურეკიათზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო. ხოდა მოვიდა პატრული და გამოაცხადა - მოსახლეობა(ირანელები) წუხდებიან და რამე იღონეთ, თავი შეიკავეთო.

იმ დღის მერე ზარები აღარ რეკავენ. გუშინ დიდი დღესასწაული იყო ღვთისმშობელი დაიბადა და გუშინაცდუმდნენ ვაშლიჯვრის ეკლესიის ზარები." - წერდა სოციალური ქსელის მომხმარებელი.

უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები ინფორმაციის გავრცელების შედეგ, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარის ეკლესიამ ზარების რეკვა განაახლა:

„აი, ჩემო მეგობრებო ეს წუთია მთელი ხმით აგუგუნდნენ ვაშლიჯვრის ეკლესიის ზარები. მთელ ვაშლიჯვარში ისმის" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი მარინა ჩეხაშვილი .

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×