(რეზონანსი) ორგანიზაცია "ნუ მომკლავ" დამფუძნებელი ტიტე გედენიძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
"ეს ადამიანი ავსტრიელი ტურისტია, რომელიც ჩვენი პროტესტის თვითმხილველი გახდა და სურვილი გაუჩნდა შემოერთების. რა თქმა უნდა გაუჭირდა მას ქართული რეალობის გააზრება, თუ როგორ არ მოქმედებს ხელისუფლება, როდესაც 2 მამა ვერ პოულობს სამართალს. საბოლოოდ ჩვენი რეალობით დამწუხრებულმა წარმატებები და სამართლის პოვნა გვისურვა და დაგვტოვა.
ამ ყველაფრით მინდა ვთქვა, რომ ის კი არ არის სირცხვილი ტურისტებთან, რომ შვილმოკლული მამები პარლამენტთან ლეიბებზე ათენებენ ღამეს, არამედ ის, რომ ხელისუფლება შვილმოკლულ მამებს ამგვარად ექცევა. ასე, რომ ტერიტორიაზე ლეიბების შეტანას ნუღარ დაგვიშლით, სამართალი აღადგინეთ, რომ ტურისტებს ჩვენს სახელმწიფოზე ნორმალური წარმოდგენა ჰქონდეთ!!!
ამ ადამიანს კი მადლობა, რომ არ დაიზარა და სოლიდარობა გამოუცხადა შვილმოკლულ მამებს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე