თამარ შუკვანი
23.09.2018

 „ამ კანონპროექტის განხვილვა დროებით არის შეჩერებული. დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება და მომავალი გვიჩვენებს რა მოხდება“, - აცხადებს მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი როდის განახლდება პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა - 28 ოქტომბრის საპრეზიდენტი არჩევნებამდე, თუ არჩევნების ჩატარების შემდეგ. თავად ხაბარელი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით წარდგენილი კანონრპოექტი არ უნდა მიიღოს.

„ჩემი აზრით, ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, თუმცა ამას თავიდან ბოლომდე შესწავლა სჭირდება. ყველამ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და ყველა უნდა იყოს ინფორმირებული ამ კანონის მიღების შემდეგ რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა,“ - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×