რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) აკადემიკოსი გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა გურიიდან შემატყობინეს, რომ მამაჩემის მშობლიურ სოფელ გურიანთაში, ადგილობრივი მუზეუმის შენობა აუქციონზე გააქვთ.

ეს სოფელი იმით გამოირჩევა, რომ იქ არის ადრექრისტიანული ისტორიის მქონე ნაქალაქარი და ახალი წელთაღრიცხვის (V-VIII ს.ს.) ძეგლი - ვაშნარი.

ხალხი ფეხზე დგას, მაგრამ არაფერი შეუძლიათ.

ყველაფერი როგორ იყიდება?

ხანდახან, იმასაც ვფიქრობ, დღეს, მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, თავისით გაუსკდებოდა გული თუ ძალით „გაუხეთქავდნენ"?

სამწუხაროა, რომ არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათას კაცს გაგაგებინოთ აქ, როგორ ნიავდება კულტურული მემკვიდრეობა. საუბედუროდ, ეს არც პირველია და ალბათ, არც ბოლო..." - წერს რუსუდან შარაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×