(რეზონანსი) ყოფილი პოლიტპატიმრის,გიგლა ბარამიძის განცხადებით, მარიხუანის პლანტაციების გაშენება ადრევე იყო ჩაფიქრებული. "ოცნების" ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ეკლესია ამას დაუპირისპირდებოდა და ამიტომაც დაუწყეს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ბრძოლა.
"ამ საკითხზე ეკლესიას ყველა გვერდით დაუდგება და ასეულობით ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში. დაიმახსოვრეთ, მარიხუანის პლანტაციების გაშენება თუ გაუვიდათ, შემდეგი საკითხი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება იქნება. დარწმუნებული ვარ, სათანადო კანონპროექტი უკვე მომზადებული ექნებათ.
ეს რომ ასე არ ყოფილიყო, "ოცნების" მიერ არჩეული სახალხო დამცველი ასეთი ქორწინების დაკანონების აუცილებლობაზე არ ისაუბრებდა. აქამდე ამ თემაზე ხმამაღლა არავის უსაუბრია.
ეკლესიის წინააღმდეგ ბევრი სცენარი ჰქონდათ მოფიქრებული, მაგრამ ერთი და მთავარი - უფალი დაავიწყდათ. უფალმა ქართული ეკლესიის გახლეჩვა არ დაუშვა. მარიხუანის თემამ და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის უტიფარმა განცხადებებმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ერთმანეთთან დაპირისპირებული მეუფეებიც კი ერთ პოზიციაზე დააყენა.
ეკლესიამ და საზოგადოებამ რომ ასეთი პრინციპული პოზიცია დაიკავა ამ საკითხზე, ძალიან კარგია, მაგრამ საბოლოო გამარჯვება თუ გვინდა, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და არ მოვდუნდეთ", - აღნიშნა ბარამიძემ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე