თამარ შუკვანი
23.09.2018

 „ეს იმდენად სენსიტიური და საფრთხილო თემაა, იმდენად ზუსტ, წინასწარ გათვლებსა და რისკების დაზღვევას მოითხოვს, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობ კარგია, რომ პარლამენტი გრძნობს პასუხისმგებლობას და პოზიცია, რომ არ იქნას დაშვებული თუნდაც სამედიცინო მიზნებით მარიხუანას კულტივაცია, სწორია,“ - მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ქვეყნისთვის და რა ეკონომიკურ შედეგს მოიტანს მარიხუანას კულტივაცია. 

„ვინც ამ კანონპროექტის წინააღმდეგია, ვფიქრობ ამ ადამიანების ასე დათანხმება  ვერ მოხდება. დათანხმება უნდა მოხდეს არგუმენტაციებითა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემით, რა კითხვებიც იმ ნაწილს აქვს, ვინც ამას ეწინააღმდეგება.

„ისინი სვამენ კითხვას - სახელმწიფო ასეთი რეგულაციების შემოღებით რამდენად შეძლებს კონტროლს და რამდენად უსაფრთხო იქნება ქვეყნისათვის ეს ყველაფერი და ასევე, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს. ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ არ არის გაცემული და ვფიქრობ, სწორადაც სვამს პარლამენტის ის ნაწილი, რომელსაც სრული ინფორმაცია არ აქვს.

„მარიხუანას უსაფრთხოებაზე როდესაც საუბრობენ, სწორედ ამაში ვხედავ საფრთხეს. მეც მჭირდება პასუხები დასმულ შეკითხვებზე და ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო მყარად შევძლებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×