-ინტერნეტით; კომპანია "მაგთიკომი" პირველია საქართველოში, რომელიც არა მხოლოდ სრული საკომუნიკაციო მომსახურებით უზრუნველყოფს მომხმარებელს, არამედ მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოში არსებული ყველა ტექნოლოგიით:
- ინტერნეტით;
- ტელევიზიით;
- ფიქსირებული ტელეფონიით;
- მობილური ტელეფონიით, რომელიც განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს (2G, 3G, 4G და 4,5G ქსელები).
"მაგთიკომის" აბონენტები სარგებლობენ 4,5G LTE Advanced ქსელით. 2018 წლის 2 მაისს პირველად საქართველოში "მაგთიკომმა" გაუშვა 4,5G VoLTE ტექნოლოგია.
ანუ კომპანია მუდმივ რეჟიმში ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, ქმნის საკომუნიკაციო სერვისებს და უზრუნველყოფს ხარისხიან კავშირს.
ეს "მაგთიკომის" პროფესიული მუშაობის ტექნიკური მხარის 21-წლიანი მონაგარია.
ახლა გადავთვალოთ ამ მონაგარის მოტანილი შედეგები:
- ყოველდღიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს "მაგთიკომის" ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით;
- "მაგთიკომი" პირველ ადგილზეა საქართველოს მობილური ტელეფონის ბაზარზე;
- "მაგთიკომი" პირველ ადგილზეა საქართველოს ინტერნეტის ბაზარზე;
- "მაგთიკომი" პირველ ადგილზეა საქართველოს სატელევიზიო ტრანზიტის ბაზარზე;
- "მაგთიკომი" ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის მიხედვით;
- "მაგთიკომი" საქართველოში განხორციელებული მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ხუთეულში შედის;
- "მაგთიკომი" საქართველოში მსხვილ დამსაქმებელთა პირველ ოცეულში შედის.
რასაკვირველია, ეს ყველაფერი საკმარისი ინფორმაციაა კომპანიის დასახასიათებლად, საკმარისი მაგრამ არასრული. არ შეიძლება დაბადების დღე მიულოცო კომპანიას და არაფერი თქვა ასობით სოციალურ პროექტზე, რომელსაც "მაგთიკომი" ახორციელებს ეგიდით "ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ". სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა (ხშირად ორგანიზების ჩათვლით), ქართული მწერლობის, მხატვრობის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სპორტის პოპულარიზაცია და კომპანიის ყველაზე საოცარი და არაორდინარული პროექტი "ცოცხალი კომუნიკაცია".
და ბოლოს, ერთ-ერთი უახლესი მართლაც მოძრავი და ყველაზე ცოცხალი პროექტი - "მაგთისა" და დავით ალადაშვილის ერთობლივი ტურნე "პიანინო", რომლის ფარგლებშიც პიანისტმა მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელი საქართველო მოიარა და კლასიკური მუსიკის 43 (!) კონცერტი გამართა. ტურნე ზუსტად საიუბილეო დღეს დასრულდა. ბოლო კონცერტი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "მაგთის" ოფისთან შედგა.
როგორც პიანინოს მთავარი გმირი დავით ალადაშვილი ყვება, დაუვიწყარი დღეები გაატარა, ყველა რეგიონში განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად საინტერესო შეხვედრები ჰქონდათ, იყო ძალიან უშუალო და თბილი ურთიერთობა: "თითქმის ყველგან აღმოვაჩინეთ ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. ვიღაც ყველა კონცერტზე ამოდიოდა სცენაზე და ძალიან საინტერესოდ უკრავდა. პრინციპში, ეს კიდეც იყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. ყველა კონცერტი ერგებოდა იმ ადგილმდებარეობას, სადაც ჩავდიოდით. 43 კონცერტი 13 დღეში! გვახალისებდა და ენერგიას გვაძლევდა სწორედ ის, რომ გვხვდებოდნენ ნიჭიერი ადამიანები. ტაში იყო განსაკუთრებული, ყველამ სხვადასხვანაირად მიიღო ესა თუ ის კომპოზიტორი, მუსიკალური ნაწარმოები... დღეს შემოგვიერთდნენ ნიჭიერთა ათწლედის ბავშვები, ნორჩი მუსიკოსები: სანდრო შუბითიძე, მარიკა მამარდაშვილი, გიორგი გრძელიძე და როგორც ნახეთ, თავისი წილი დაიდეს დღევანდელი კონცერტის წარმატებაში."
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქუჩის ხმაურშიც კი ძალიან მიმზიდველი იყო "პიანინო". კარგი რეჟისორი ზღაპრულ კადრებს აიღებდა: "ათასი ჯურის", წარმომავლობის, აზრისა და ფსიქიკის ადამიანი მოძრაობდა ქუჩაში, ცალკე მანქანების ხმაური, მექორწილეებმაც კი რამდენჯერმე ჩაიარეს სიგნალებით... და ამ დროს პირდაპირ გამზირზე ცოცხალი შესრულებით ჟღერს ამ "მილეთის ხალხის" მიერ კლასიკად აღიარებული რახმანინოვი, ლისტი, შოპენი, ბეთხოვენი... მოდიან ადამიანები, ზოგი ჩერდება, ზოგი იღიმება, ვიღაც სვლას ანელებს, ვიღაც გაკვირვებული ათვალიერებს, ზოგი სურათებს იღებს... შენ კი ზიხარ იქვე და აკვირდები, როგორ უცვლის მუსიკა რითმს მათ მოძრაობას.
(მოვლენა)