თამარ შუკვანი
24.09.2018

 „პრეზიდენტმა მერაბიშვილის შეწყალება არც კი უნდა გაიფიქროს. საზოგადოებაში ისედაც არის აზრი, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ შევძელით სამართლიანობის აღდგენა და იმ ხალხის პასუხიგებაში მიცემა, ვინც იმ დროს „თავი გამოიჩინა“. ერთ-ერთი კი მერაბიშვილია და ახლა მისი შეწყალება იქნება ყოვლად გაუმართელები,“ – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

მისი თქმით, მერაბიშვილს „არაფერი მოაკლდება“ და მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება. რაც შეეხება, პრეზიდენტის მიერ მის შესაძლო შეწყალებას, ქანთარიამ აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილს არ შეიწყალებს, რადგან ეს პრეზიდენტის ბიოგრაფიაში „სამწუხარო ფაქტად“ დარჩება.

„თუკი მერაბიშვილის ჯანმრთელობა გაუარესებულია, დღეს ყველა სტანდარტი არსებობს, რომ მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ კუთხით მას არაფერი მოაკლდება. 

„არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ეს გააკეთოს და ეს იყოს მისი ბოლო ერთგვარი გარკვეული ჟესტი, რომელიც დარჩება ძალიან სამწუხაროდ ფაქტად მის ბიოგრაფიაში,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×