თამარ შუკვანი
24.09.2018

 „თუ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად დამძიმებულია, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სხვა გვარისა და სახელის პატიმარი შეწყალებული, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ყოფილი მინისტრიც იქნას შეწყალებული. აქ გვარი და სახელი გარკვეულ როლს არ უნდა თამაშობდეს,“ – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკვლეული უნდა იქნას და თუკი მისი მდგომარეობა გაუარესებულია, შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო.

„ჯერ სწორად უნდა შეფასდეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი ეს არის რეალურად საფრთხის შემცველი, ყველა ზომა უნდა იქნა მიღებული, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

„არსებობს პროცედურები ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, რა დროსაც პრეზიდენტმა შესაძლოა გამოიყენოს შეწყალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ დადასტურდა მისი ჯანმრთელობის რეალურად გაუარესება და ის იქნება ამის გამო შეწყალებული, ამ ყველაფერს გამართება ვერ ექნება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მას ჰორნერის სინდრომი დაუდგინეს. როგორც მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებული განცხადება იუწყება, ყოფილ მინისტრს არავითარი მკურნალობა არ უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×