სოციალურ ქსელში ეკატერინე ნონიაშვილი მცხეთასთან არსებულ საცობთან დაკავშირებით წერს:
"ასეთი კოშმარი როგორ უნდა მოუწყო ხალხს… უძრავად თითქმის 3 საათი სადღაც ძეგვთან ვყმუოდით: მე და ჩემები რთველმოლეულნი სამშობლოდან. ჩვენს წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით და უკან მისი ოჯახის წევრები, მათი უბედურების ფონზე რაღა მოსატანია, მაგრამ გვერდით რუსი ტურისტები ფრენამდე 3 საათი რომ ჰქონდათ დარჩენილი, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მშიერი, მწყურვალი...
ჰოდა, გაგებით მოვეკიდებოდით, თქვე ჩვენი ცოდვით სავსენო, ქვეყნის აღმშენებლობას, ამბავი მაინც რომ მოგეწვდინათ. ერთი პატრული გამოგეგზავნათ მოტოთი თავში, ბოლოში ბოდიში მოგეხადათ შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ თქვენც არ ელოდით ხო?
არ ვიცი, როგორ დამთავრდა იმ პაციენტის ისტორია, კიდევ ბევრი ისტორია, ჩვენი ხელისუფალისთვის მხოლოდ სტატისტიკა რომა..." - წერს ნონიაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე