დედაქალაქში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და ტაქსების ლიცენზირების თემაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან კი, ამ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.
„მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიანავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე - 50 ლარს, ელექტროავტომობილებისთვის კი, უფსაოა", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მერის განცხადებით, სატარსნპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპია ვიზუალური სტანდარტი და გადაწყდა, რომ ყველა ტაქსი მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში თეთრი უნდა იყოს.
„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ", - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმ პრივილეგიებზეც ისაუბრა, რომელსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ.
მისი თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებითვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური უფასო პარკირების ადგილები, ასევე ავტომობილებზე რეკლამისთვის კონკრეტული ადგილი განისაზღვრება და რეკლამიდან შესული თანხა მძღოლების საკუთრება იქნება.
„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, მათ ამის ყიდვა მოუწევთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ. 2018 წლის ნოემბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.