რეზონანსი
27.09.2018

 (რეზონანსი) ქალაქ ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ "თამარიონში" გუშინ წინ მიმდინარე ქორწილის მონაწილეები მეფის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ქორწილი ფაქტიურად ჩაიშალა.

როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა უამბეს, ქორწილის ჩაშლის მიზეზი მეფის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსება გახდა, საიდანაც ის მეორე დღეს გამოწერეს:

"სუფრა ახალი დაწყებული იყო როცა მეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ მესამეჯერ.. და უცებ დაავიწყდათ ასროლილი მეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. მეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც იქვე ამბობდნენ, როგორც მეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ"-გვიყვება ერთ ერთი თვითმხილველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×